1. შერჩევის პროცესის დაგეგმვას და შერჩევის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი.

2. გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი:

ა) უზრუნველყოფს შერჩეული კანდიდატების მონაცემების აღრიცხვა-შენახვასა და შერჩევის საბჭოს (გარდა შერჩევის უმაღლესი საბჭოსი) თავმჯდომარის/წევრების შერჩევას იმ მოსამსახურეთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმავდროულად, გავლილი აქვთ შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებული ტრენინგი;

ბ) უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის სარეზერვო კანდიდატურას შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს, ხოლო წარდგენილი კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში – წარუდგენს სხვა კანდიდატს;

გ) შერჩევის საბჭოს (გარდა შერჩევის უმაღლესი საბჭოსი და უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს თავმჯდომარისა) თავმჯდომარის/თავმჯდომარის სარეზერვო და წევრების კანდიდატურებს შესათანხმებლად წარუდგენს თავდაცვის ძალების მეთაურს;

დ) უზრუნველყოფს შერჩევის საბჭოს (გარდა შერჩევის უმაღლესი საბჭოსი) თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებისაგან შესაბამისი თანხმობის მიღებას, შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარებას;

ე) ახორციელებს, შერჩევის საბჭოს ქვემდებარე ვაკანსიის წარმოქმნიდან ერთი თვის ვადაში, შესაბამისი ქვედანაყოფიდან წარმოდგენილი კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ან თუ ქვედანაყოფს არ ჰყავდა შესაბამისი კანდიდატი (ვერ წარმოადგინა ამ ვადაში ან წარმოდგენილი კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნას), ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანდიდატის მოძიებას და შერჩევის საბჭოსთვის განსახილველად წარდგენას;

ვ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატების სპეციალურ და ფსიქოლოგიურ შემოწმებას შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართულობით, აგრეთვე შედეგების შერჩევის  საბჭოს შემადგენლობისთვის გაცნობას;

ზ) ნიშნავს ყველა დონის შერჩევის საბჭოს მდივანს, რომელიც არ მონაწილეობს განხილვაში და არ სარგებლობს ხმის უფლებით. იგი უზრუნველყოფს გადაწყვეტილების ამსახველი შემაჯამებელი ოქმის მომზადებას;

თ) შერჩევის საბჭოს თავმჯდომარეს/წევრებსა და შერჩევის საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესარჩევ კანდიდატებს არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე აცნობებს შერჩევის პროცესის ჩატარების ზუსტ დროსა და ადგილს;

ი) შერჩევის  საბჭოს თავმჯდომარეს/წევრებს შერჩევაში მონაწილე კანდიდატთა პირად საქმეებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და განსახილველ საკითხებს წარუდგენს შერჩევის საბჭოს სხდომის დღეს;

კ) სხდომის დაწყებამდე შერჩევის საბჭოს წევრებს უტარებს ინსტრუქტაჟს შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, აგრეთვე შერჩევის საბჭოს თავმჯდომარეს/წევრებს წერილობით აფრთხილებს შერჩევის საბჭოს შემადგენლობის და განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის შესახებ;

ლ) სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში სპეციალურ შემოწმების შედეგების გათვალისწინებით ან შერჩევის საბჭოს მიერ დადგენილი პროცედურების დარღვევით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმართავს შერჩევის უმაღლეს საბჭოს სხვა შერჩევის საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

მ) სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების გასაჩივრების საკითხის განხილვის დროს შერჩევის საბჭოს სხდომაზე გამოიძახებს შეფასებულ სამხედრო მოსამსახურეს, შემფასებელსა და უფროს შემფასებელს, მოიძიებს ყველა საჭირო მასალას, დოკუმენტაციას და წარადგენს შერჩევის  საბჭოს წინაშე;

ნ) ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ