1. შერჩევის საბჭოს წევრები იხილავენ თითოეული შესარჩევი კანდიდატის შესახებ მასალებს და ხმების უბრალო უმრავლესობით ავლენენ შერჩეულ კანდიდატს/კანდიდატებს, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე.

2. ფარული კენჭისყრისას, შერჩევის საბჭოს წევრი ავსებს №3 დანართით დადგენილ ფორმას, ხოლო სხდომის მდივანს შედეგები გადააქვს №4 დანართით განსაზღვრულ ფორმაში და ადგენს პრიორიტეტულ სიას. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე.

3. უცხო ენის შემსწავლელ სასწავლო კურსზე შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი ქულის მქონე კანდიდატს, ხოლო წოდებრივი დაწინაურებისას – კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება ხმათა უმრავლესობით, რაც ფიქსირდება შემაჯამებელ ოქმშ