1. შერჩევის პროცესის შედეგები აისახება შემაჯამებელ ოქმში.
2. შემაჯამებელ ოქმში აისახება:
ა) შერჩევის საბჭოს სახე და ოქმის ნომერი;
ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი;
გ) შერჩევის საბჭოს შემადგენლობა;
დ) დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები;
ე) განსახილველი საკითხების შესაბამისად გამოყენებული შერჩევის მეთოდი;
ვ) განხილული კანდიდატები;
ზ) შერჩევის შედეგები;
თ) შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილება;
ი) შერჩევის საბჭოს წევრის მიერ განსხვავებული ქულის მინიჭების მიზეზი.
3. შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე, დამსწრე წევრები და მდივანი.
4. შემაჯამებელ ოქმს თან ერთვის შევსებული №1 დანართი და №2 დანართი ან №3 დანართი და №4 დანართი.
5. შემაჯამებელ ოქმს (საოქმო გადაწყვეტილებას) ამტკიცებენ ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებ