1. შერჩევის საბჭო (გარდა შერჩევის უმაღლესი საბჭოსი) უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, თუ მას ესწრება შერჩევის  საბჭოს თავმჯდომარე და არანაკლებ 5 წევრი.

2. შერჩევის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ამტკიცებს მინისტრი, ხოლო შერჩევის სხვა საბჭოების გადაწყვეტილებას თავდაცვის ძალების მეთაური.

3. მინისტრის მიერ შერჩევის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ინიშნება შერჩევის საბჭოს ახალი სხდომა, რომელიც ხელახლა განიხილავს აღნიშნულ საკითხს. შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საკითხის შემდგომი განხილვა წყდება.

4. თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ შერჩევის საბჭოების გადაწყვეტილების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ინიშნება შერჩევის საბჭოს სხდომა სხვა შემადგენლობით, რომელიც ხელახლა განიხილავს იმავე საკითხს. არსებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

5. შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგივე საკითხს განიხილავს საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი შერჩევის საბჭო ან არსებობს ასეთი შერჩევის  საბჭოს განსხვავებული გადაწყვეტილებ