1. შერჩევის საბჭოს თავმჯდომარისათვის/წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:

ა) შერჩევის საბჭოს თავმჯდომარის/წევრის დასაბუთებული პირადი განცხადება/პატაკი;

ბ) ამ წესის მოთხოვნებისა და პროცედურების უხეში დარღვევა;

გ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია შერჩევის საბჭოს თავმჯდომარის/წევრის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება;

დ) ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შერჩევის საბჭოს (გარდა, შერჩევის უმაღლესი საბჭოსი) თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და შერჩევის საბჭოს ახალი თავმჯდომარის/წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თავდაცვის ძალების მეთაური ამ წესით განსაზღვრული წესი