1. შერჩევის საბჭოს სხდომას ხსნის და დღის წესრიგის პროექტს შერჩევის საბჭოს წევრებს დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე.

2. შერჩევის საბჭოს მდივანი შერჩევის საბჭოს წევრებს აცნობს და ურიგებს სათანადო მასალებს შერჩევის საბჭოს პროცედურებისა და შესარჩევი კანდიდატების შესახებ.

3.  მასალების მიღების შემდეგ შერჩევის საბჭოს თითოეული წევრი ინდივიდუალურად განიხილავს კანდიდატებს და აფასებს მათ ამ წესის შესაბამისად.

4. შერჩევის საბჭოს წევრების ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

5. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სხდომას დასრულებულად აცხადებს.

6. შერჩევის საბჭოს სხდომას (გარდა შერჩევის უმაღლესი საბჭოსი) დამკვირვებლის სტატუსით ესწრება სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი, რომელსაც შესარჩევი კანდიდატების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა შერჩევის პროცესის ჩატარებამდე 7 (შვიდი) სამუშაო დღით ადრ