1. შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, განსახილველი საკითხის თემატიკიდან და შინაარსიდან გამომდინარე, შერჩევის პროცესის დაწყების წინ, შერჩევის ყოველი კრიტერიუმისათვის, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხმათა უმრავლესობით, განსაზღვრავენ ქულათა კოეფიციენტს (წონას) „0“-დან „3“-ის ჩათვლით, რომელიც ფიქსირდება №1 დანართის კოეფიციენტის გრაფაში. კრიტერიუმებისათვის, რომელსაც შერჩევის საბჭო თითოეულ კონკრეტულ საკითხზე მიიჩნევს უფრო მეტად მნიშვნელოვნად, განისაზღვრება უფრო მაღალი ქულა.

2. კონკრეტული კრიტერიუმისათვის „1“-დან „3“-ის ჩათვლით კოეფიციენტის (წონის) მინიჭების შემთხვევაში თითოეული კანდიდატისათვის შერჩევის საბჭოს წევრის მიერ ამ კრიტერიუმებზე მინიჭებული ქულა (№1 დანართის ქულის გრაფა), შედეგების შეჯამებამდე გამრავლდება შერჩევის საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტზე (წონაზე). კრიტერიუმისათვის „0“ კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმის მიხედვით კანდიდატების შეფასება არ განხორციელდება.

3. შერჩევის საბჭოს მიერ კანდიდატის საბოლოო შეფასების გამოსაყვანად, იკრიბება თითოეული წევრის დაჯამებული ქულა და იყოფა ქულათა მიმნიჭებელ შერჩევის საბჭოს წევრთა რაოდენობაზე. ქულობრივი მეთოდით შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც მიიღებს უმაღლეს ქულას.

4. შერჩევის საბჭოს წევრის მიერ მკვეთრად განსხვავებული ქულის (სამი და მეტი ქულის სხვაობა) დაფიქსირების შემთხვევაში, შერჩევის საბჭოს წევრი ვალდებულია, შერჩევის საბჭოს თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე, დაასაბუთოს განსხვავებული ქულის მინიჭების მიზეზი, რომელსაც შერჩევის საბჭოს მდივანი ასახავს შემაჯამებელ ოქმში.

5. შერჩევის საბჭოს წევრს შეუძლია სხდომის ფარგლებში, ქულების დაჯამების პროცესის დაწყებამდე შეასწოროს/შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და ხელმოწერით დაადასტუროს ცვლილება №1 დანართის შენიშვნის გრაფაში.

6. შერჩევის საბჭოს წევრების მიერ გაკეთებულ შეფასებებს აჯამებს, საბოლოო ფორმაში ასახავს (№2 დანართი) და შერჩევის საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგენს სხდომის მდივანი.

7. შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შერჩევის საბჭოს წევრებს გააცნობს შერჩევის საბჭოს თავმჯდომარ