1. შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

2. შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს სასწავლებლად კანდიდატთა წარდგენის პროცედურას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეჩერება საფრთხეს არ უქმნის შერჩეული კანდიდატის სასწავლებლად წარგზავნას.

3. შერჩევის შედეგების გასაჩივრება ხდება მხოლოდ განხილული კანდიდატ(ებ)ის მიერ არგუმენტირებული საჩივრით შერჩევის უმაღლეს საბჭოში ან უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოში ამ წესის შესაბამისად.

4. საჩივარი ერთი თვის ვადაში განიხილება შესაბამისი შერჩევის საბჭოს მიე