1. განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, შერჩევის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) თანამდებობაზე/სასწავლებლად შესარჩევ კანდიდატებს (გარდა უცხო ენის შემსწავლელი სასწავლო კურსებისა) შორის ერთი ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატის შერჩევის (ძირითადი და ალტერნატიული კანდიდატები) ან არასაკმარისი ქულათა რაოდენობის გამო კანდიდატთა შეურჩევლობის შესახებ;

ბ) სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივ დაწინაურებაზე დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება;

გ)  უცხო ენის შემსწავლელ სასწავლო კურსებზე შესარჩევ კანდიდატებს შორის ერთი ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატის შერჩევის ან  შეურჩევლობის შესახებ;

დ) შესარჩევ კანდიდატთა პრიორიტეტული სიის შედგენა, რომლის მიხედვითაც მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება კონკრეტული კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნა ან/და სასწავლებლად წარგზავნა, თუ ისინი იმ მომენტისათვის დააკმაყოფილებენ კონკრეტული მიზნისათვის სხვა აუცილებელ მოთხოვნებს და შერჩევის პროცესიდან არ არის გასული 18 (თვრამეტი) თვე, ხოლო თუ ამ პერიოდში ჩატარებულია სხვა შერჩევის პროცესი, გადაწყვეტილება პირის თანამდებობაზე დანიშვნის ან პირის სასწავლებლად წარგზავნის შესახებ მიიღება ახალი პრიორიტეტული სიის მიხედვით;

ე)  სამინისტროს სისტემაში პერსონალის შენარჩუნების ან სხვა სპეციალური მიზნით შერჩევის შესახებ;

ვ) შეფასების შედეგებთან დაკავშირებით განსახილველი საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ზ) შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების, ძალადაკარგულად გამოცხადების, ბათილად ცნობის, არარად აღიარების, ან/და საკითხის ხელახლა განხილვის შესახებ ამ წესითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შერჩევის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით,  გარდა ქულობრივი მეთოდით შეფასებისას.

3. ქვედანაყოფში განხორციელებული რეორგანიზაციის ან/და საშტატო ოპტიმიზაციის დროს (შტატების შემცირება), სამხედრო მოსამსახურის იგივე ან იდენტურ შერჩევის საბჭოს ქვემდებარე თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება შერჩევის საბჭოს მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნიდან არ არის გასული 2 წელზე მეტ