1. შერჩევის საბჭოს სხდომისათვის თავმჯდომარის და წევრების (გარდა შერჩევის უმაღლესი საბჭოსი და უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს თავმჯდომარისა) კანდიდატურები შეირჩევა მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების საფუძველზე, სხვადასხვა ქვედანაყოფების წევრთაგან, კანდიდატის მონაცემების დოლურიდან შემთხვევითი ამოღების გზით. აღნიშნულ პროცესს წარმართავს გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი, ხოლო მონიტორინგს უწევს სამინისტროს გენერალური ინსპექციის წამომადგენელი.

2. შერჩეული კანდიდატები შესათანხმებლად წარედგინება თავდაცვის ძალების მეთაურს. წარდგენილი კანდიდატის/კანდიდატების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი წარადგენს სხვა კანდიდატს/კანდიდატებ