1. შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამხედრო მოსამსახურეთა შერჩევის პროცესს;
ბ) აკონტროლებს შერჩევის საბჭოს მიერ ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის, შერჩევის კრიტერიუმების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაცვას;
გ) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია შერჩევის საბჭოს სხდომაზე გასაუბრების მიზნით, მოიწვიოს შესარჩევი კანდიდატი;
დ) ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია შერჩევის საბჭოს შემადგენლობის და განსახილველი საკითხების შესახებ;
ე) შერჩევის საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.
2. შერჩევის საბჭოს წევრი:
ა) მონაწილეობს სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების განხილვის პროცესში;
ბ) წარადგენს წინადადებას სპეციალური შეფასების ჩატარებასთან დაკავშირებით;
გ) იღებს გადაწყვეტილებას თავის ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით;
დ) ვალდებულია გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდეს განსაზღვრულ დროსა და ადგილზე შერჩევის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობისათვის;
ე) ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია შერჩევის საბჭოს შემადგენლობის და განსახილველი საკითხების შესახებ.
3. შერჩევის საბჭოს მდივანი:
ა) ახდენს შერჩევის საბჭოს განსახილველი მასალების კლასიფიცირებას;
ბ) ანაწილებს მასალებს შერჩევის საბჭოს წევრებს შორის;
გ) ახორციელებს საორგანიზაციო ფუნქციებს;
დ) ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია შერჩევის საბჭოს შემადგენლობის და განსახილველი საკითხების შესახებ;
ე) აჯამებს შერჩევის საბჭოს წევრების მიერ დაწერილ ქულებს და წარუდგენს შერჩევის საბჭოს თავმჯდომარეს;
ვ) ადგენს შერჩევის საბჭოს სხდომის შედეგების შემაჯამებელ ოქმ