1. უმცროსი ოფიცრების შერჩევის საბჭო შედგება თავმჯდომარისა და 6 წევრისაგან.

2. უმცროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს თავმჯდომარედ, 6 თვის ვადით, განისაზღვრებიან ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირები, რომლებსაც აქვთ არანაკლებ ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

3. უმცროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს წევრებად განისაზღვრებიან უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე ან/და წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირები.

4. უმცროსი ოფიცრების შერჩევის საბჭო განიხილავს:

ა) თანამდებობაზე შერჩევის საკითხებს სამინისტროს სისტემაში შემდეგი თანამდებობებისთვის:

ა.ა) შტაბის უფროსი (მაიორის საშტატო კატეგორიის);

ა.ბ) სკოლის მეთაური/სკოლის უფროსი (მაიორის საშტატო კატეგორიის);

ბ) მორიგი წოდების მინიჭების და სასწავლებლად წარგზავნის საკითხებს იმ სამხედრო მოსამსახურეთათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცროსი ოფიცრების შემადგენლობას;

გ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის  შეფასების გასაჩივრების საკითხებს.

5. უმცროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში საკითხს განიხილავს უფროსი ოფიცრების საბჭ