1. პროფესიული განვითარების პროგრამებზე აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო პროგრამისა და რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის მსმენელთა მოვლინება ხორციელდება, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე.
2. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებზე ასევე ირიცხებიან სამოქალაქო პირები. საკანდიდატო პროგრამაზე ჩარიცხვის შემდგომ მათ ენიჭებათ სამხედრო წოდება, ხოლო რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობით სამხედრო მომზადების პროგრამას გადიან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე.