1. იუნკერის/მსმენელის (სტუდენტის) სტატუსის შეჩერების ან მობილობის უფლებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელს, იუნკერს და მაგისტრატურის მსმენელს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესის საფუძველზე.

2. იუნკერის/მსმენელის სტატუსის შეწყვეტა/ამორიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და სამინისტროსა და იუნკერს/მსმენელს შორის გაფორმებული კონტრაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.

თავი V

აკადემიის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტრო