იუნკერს/მსმენელს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევებში;
გ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით, აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი წესების შესაბამისად;
დ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიის აკადემიური და მოწვეული პერსონალის მუშაობის შეფასება;
ე) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები;
ვ) იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებან