იუნკერი/მსმენელი ვალდებულია:

ა) აკადემიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა;

ბ) დაემორჩილოს ამ წესდებას, სამხედრო სადისციპლინო წესდებით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ნორმებს, ეთიკის კოდექსს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებას, აკადემიის საბჭოების გადაწყვეტილებებს, აკადემიის მეთაურის ბრძანებებს და აკადემიის პერსონალის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მითითებებს;

გ) დადგენილ ვადებში ასრულებდეს სასწავლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის დავალებას;

დ) დაიცვას აკადემიის პრესტიჟი და გაუფრთხილდეს მის ქონებას;

ე) შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მასთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაკისრებული სხვა ვალდებულებები;

ვ) ვალდებულია აიმაღლოს განათლების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებში ჩართულობი