1. აკადემიაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტი (მსმენელი) შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი ან სამსახურის მოსამსახურე. აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს ეწოდება აკადემიის მსმენელი, ხოლო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს – აკადემიის სტუდენტი (მსმენელი) და მათზე ვრცელდება შესაბამისი უფლება-მოვალეობები.
2. აკადემიის სტუდენტთან (მსმენელი) გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები, მათ შორის, უფლება, აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, მაგისტრატურის და აკადემიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე, უფლება, თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად, ან ისარგებლოს თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა უფლებით.
3. სტუდენტის (მსმენელის) სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა, აღდგენა ან მობილობის უფლებით სარგებლობა ხორციელდება აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი V
აკადემიის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლ