1. აკადემიაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.

2. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავება, ხარისხის კონტროლის მექანიზმების და კრიტერიუმების დანერგვა სწავლებისა და შეფასებითი პროცესების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

ბ) სასწავლო და შეფასების პროცესების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დაგეგმვა, მათი განხორციელების კოორდინაცია და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის მონიტორინგი;

გ) ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;

დ) აკადემიის სასწავლო და შეფასების პროცესებთან დაკავშირებული სტანდარტებისა და მოთხოვნების შემუშავება და დანერგვა;

ე) სასწავლო პროგრამების და შესაბამისი პროცესების მომწესრიგებელი დოკუმენტების შემუშავების უზრუნველყოფა;

ვ) აკადემიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და მათში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

ზ) აკადემიაში მიმდინარე საგანამანათლებლო პროგრამების ჩატარებისა და მისი გეგმა-გრაფიკის პერიოდული მონიტორინგი;

თ) თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად;

ი) აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასებ