სასწავლო პროგრამების მთავარი სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს სამსახურის მოსამსახურეებისთვის სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს და წარუდგენს აკადემიის რექტორს დასამტკიცებლად;

ბ) სამსახურში მისაღები კანდიდატებისათვის, ასევე სამსახურში ახლად მიღებულ მოსამსახურეთათვის, შეიმუშავებს სპეციალური პროფესიული მომზადების პროგრამებს და წარუდგენს აკადემიის რექტორს დასამტკიცებლად;

გ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისთვის სასწავლო პროცესის ორგანიზებას, ჩატარებას და სწავლა-სწავლების ხარისხის მართვას;

დ) ფსიქოლოგთა ჯგუფის მეშვეობით ახდენს მსმენელთა ტესტირებას, ფსიქოლოგიურ შეფასებასა და ფსიქოლოგიური პროფილების მომზადებას;

ე) ხელშეკრულების ან/და შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე სხვადასხვა უწყებისათვის/ორგანიზაციებისათვის (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული ან/და სხვა მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამების ორგანიზებას;

ვ) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაშვების კატეგორიებისა და ნებართვის სახეობების გათვალისწინებით, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს სხვა უწყებების/ორგანიზაციების (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაზე პასუხისმგებელ მუშაკთა მომზადების და გადამზადების თეორიული სასწავლო კურსების/პროგრამების, მათ შორის, შესაბამისი გამოცდების ჩაბარებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავებასა და ორგანიზებას სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში;

ზ) შეიმუშავებს და ახორციელებს სასწავლო პროექტებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით და უზრუნველყოფს აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებულ ანგარიშგებას;

თ) საზოგადოებრივი ცნობიერებისა და სამსახურის პოპულარიზაციის მიზნით შეიმუშავებს და ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, კურსებსა და სხვა სასწავლო აქტივობებს;

ი) უზრუნველყოფს აკადემიის ინსტრუქტორთა შერჩევასა და მათ პროფესიულ განვითარებას;

კ) უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს კორესპონდენციას და ახდენს სათანადო რეაგირებას;

ლ) ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს სასწავლო პროგრამების მთავარი სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით;

მ) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ