1. დეკანი არის ფაკულტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელიც მართავს ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო-სამეცნიერო პროცესს და აკადემიური/შრომითი დისციპლინის საკითხებს.

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეკანი:

ა) მოქმედებს ფაკულტეტის სახელით, ხელს უწყობს სწავლა/სწავლების ერთიან პროცესად ჩამოყალიბებას და განვითარებას – ქმნის საჭირო პირობებს აკადემიური/მასწავლებელთა პერსონალის პროფესიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფისათვის;

ბ) ორგანიზაციას უწევს პროგრამის ხელმძღვანელების/სამეცნიერო და სხვა სტრუქტურული ერთეულების (ფაკულტეტის ფარგლებში) ხელმძღვანელების შერჩევას და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;

3. დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში დეკანი საკითხს აყენებს რექტორის წინაშ