1. აკადემიური საბჭო არის აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი (სათათბირო) ორგანო, რომელიც შედგება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის – რექტორისაგან და აკადემიური საბჭოს წევრებისაგან.

2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედიან: პრორექტორები, აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი წარმომადგენლები.

3. აკადემიური საბჭოს წევრად თითოეული ძირითადი საგანმანათლებლო და სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან შეირჩევა მინიმუმ ერთი წარმომადგენელი.

4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილება