1. აკადემიის მიზნებია:

ა) უსაფრთხოების სფეროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განვითარება;

ბ) სამსახურისთვის მაღალკვალიფიციური კადრების სპეციალური პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

გ) უსაფრთხოების სფეროში სპეციალური პროფესიული და სამოქალაქო განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა.

2. აკადემიის ამოცანებია:

ა) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

ბ) აკადემიაში პროფესიული განვითარების, განათლებისა და მეცნიერული კვლევისათვის აუცილებელი პირობების შექმნა;

გ) საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი, ინოვაციური და ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო ციკლის ჩამოყალიბება. საჭიროებიდან გამომდინარე, ეროვნული და უცხო ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებთან ერთობლივი პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;

დ) თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული, მოქნილი სასწავლო პროცესის ორგანიზება;

ე) მსმენელებისთვის სწავლის, თვითგანვითარებისა და კვლევისთვის მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს შექმნა;

ვ) აკადემიის მიზნების განხორციელებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სათანადო გამოცდილების მქონე ადამიანური რესურსების უზრუნველყოფა.

3. აკადემია მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად:

ა) სამაგისტრო პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებას;

ბ) სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისთვის, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება-სრულყოფის მიზნით, შეიმუშავებს და ახორციელებს მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;

გ) ზრუნავს საკუთარ მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებაზე;

დ) უზრუნველყოფს ინსტრუქტორებისა და ექსპერტების მომზადება-გადამზადებას, უცხოელ ინსტრუქტორთა მოწვევას კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებსა თუ პროგრამებში ჩასართავად;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების დანერგვას, ანალიზს, ადაპტირებასა და გავრცელებას;

ვ) გასცემს განსაზღვრული ფორმის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

ზ) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებზე გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს;

თ) ორგანიზებას უწევს უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო ფორმატების ჩამოყალიბებას (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები და ა.შ.);

ი) კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

კ) აკადემიის შესაბამის თანამდებობებზე პროფესიული ნიშნით იწვევს სათანადო გამოცდილების მქონე ინსტრუქტორებს;

ლ) ახორციელებს ელექტრონულ საარქივო საქმიანობას;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სპორტულ-გამაჯანსაღებელ, შემეცნებით, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა და ღონისძიებების ორგანიზებას;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი II
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მართვის ორგანოები და სტრუქტუ