წინამდებარე წესდება განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, სასწავლო პროცესსა და აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს