1. სახელმწიფო უსაფრთხოების ფაკულტეტი (მთავარი სამმართველო) (შემდგომში – ფაკულტეტი) წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სამაგისტრო პროგრამების განხორციელებას და სტუდენტებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

2. ფაკულტეტს ხელმძღვანელობს დეკანი (მთავარი სამმართველოს უფროსი), რომელიც ანგარიშვალდებულია რექტორისა და კურატორი პრორექტორის წინაშე.

3. ფაკულტეტი შედგება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომელთა ხელმძღვანელებიც ანგარიშვალდებული არიან დეკანის წინაშე.

4. ფაკულტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უსაფრთხოების პოლიტიკის, კრიზისების მართვის და რისკების შეფასების ეფექტიანად განხორციელების მიზნით უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას უსაფრთხოების სფეროში და ქმნის შესაძლებლობას, სტუდენტებმა მიიღონ თანამედროვე საერთაშორისო და პროფესიული სტანდარტების შესაბამისი აკადემიური და პრაქტიკული განათლება.

ბ) ახდენს სამაგისტრო პროგრამების სასწავლო პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, მათ შორის, დეკანთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად სასწავლო ცხრილების შედგენას, აკადემიური დატვირთვების განსაზღვრასა და შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვას;

გ) განსაზღვრავს კურსზე დაშვების წინაპირობებს, სწავლების მეთოდებს, შეფასების მეთოდებს და ფორმებს, კურსის შინაარსს, შეიმუშავებს პროგრამის სილაბუსებს სავალდებულო და დამატებით ლიტერატურას;

დ) განსაზღვრავს სამაგისტრო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობას, დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოსა ან/და რექტორს და დამტკიცებულ ვაკანტურ ადგილებს ასახავს სსიპ – გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის (შემდეგში – ცენტრი) სამაგისტრო პროგრამების ელექტრონულ პორტალზე;

ე) უზრუნველყოფს რექტორისა და დეკანის ბრძანებების პროექტების მომზადებას, ვიზირებას და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, სტუდენტთა მისაღები კონტიგენტის, ჩარიცხვის, მობილობის, სტატუსის ცვლილების, აკადემიური შვებულებისა და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის პროცესების კოორდინაციას;

ვ) თანამშრომლობს ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით შესაბამის სამმართველოებთან, მათ შორის, ტესტირების ორგანიზების, შეფასებისა და სერტიფიცირების სამმართველოსთან, სამაგისტრო პროგრამების სრულფასოვნად განხორციელების მიზნით;

ზ) ადმინისტრირებას უწევს სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც მოიცავს კურსდამთავრებულთა მონაცემთა ბაზის შექმნას, განვითარებასა და სისტემატიზებას, მათი აკადემიური, პროფესიული და კარიერული განვითარების მონიტორინგს, მონაცემების მიწოდებას სამსახურის შიდა სტრუქტურებისათვის. ასევე კურსდამთავრებულთა უკუკავშირის ანალიზსა და გამოყენებას სამაგისტრო პროგრამების განვითარების და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესშ