1. რექტორი არის აკადემიის მართვის უმაღლესი თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს აკადემიას და წარმოადგენს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. საამისოდ იგი უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.

2. აკადემიის რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წარდგინებით.

3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში რექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს აკადემიის საქმიანობას და აწესრიგებს აკადემიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

გ) გასცემს განსაზღვრული ფორმის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

დ) სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის მოსამსახურეებს;

ე) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აფორმებს ხელშეკრულებებს აკადემიის აკადემიურ პერსონალთან, სხვა მოსამსახურეებსა და სტუდენტებთან;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს აკადემიის მოსამსახურეებს, აკადემიის მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შუამდგომლობით მიმართავს სამსახურის უფროსს;

ზ) აკადემიის მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, გარდა უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა და წოდების ვადაზე ადრე მინიჭებისა;

თ) ამტკიცებს აკადემიაში მოქმედ სასწავლო პროგრამებს, აგრეთვე, განსაზღვრავს აკადემიაში განსახორციელებელ სხვა აუცილებელ ღონისძიებებს;

ი) ზედამხედველობს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

კ) სამსახურის უფროსთან და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს. წარუდგენს წინადადებებს სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს, აკადემიაში კონკრეტული სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ;

ლ) წარმოადგენს აკადემიას ან უფლებას ანიჭებს აკადემიის წარმომადგენლობაზე, კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას აკადემიის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

მ) ადასტურებს პირადი ხელმოწერით ან ანიჭებს უფლებამოსილებას შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ნ) აკადემიის წესდების ან წესდებაში ცვლილებების პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით;

ო) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსს ან კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს აკადემიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

პ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს აკადემიის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;

ჟ) მოსამსახურეებს აძლევს მითითებებს და დავალებებს, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;

რ) პერიოდულად აანალიზებს აკადემიის საქმიანობას და სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს აკადემიის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

ს) იღებს ზომებს საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და გაუმჯობესებისთვის;

ტ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს აკადემიის მოსამსახურეების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ;

უ) განიხილავს აკადემიაში შემოსულ განცხადებას/ადმინისტრაციულ საჩივარს;

ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებ