1. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებია:
ა) სახელმწიფო უსაფრთხოების ფაკულტეტი (მთავარი სამმართველო);
ბ) სასწავლო პროგრამების მთავარი სამმართველო.
2. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო);
ბ) საფინანსო-ეკონომიკური მთავარი სამმართველო;
გ) ხარისხის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
დ) შიდა აუდიტის სამმართველო;
ე) ტესტირების ორგანიზების, შეფასებისა და სერტიფიცირების სამმართველო.
3. აკადემიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა რეგულირდება ამ წესდებითა და ცალკეული სამართლებრივი აქტებით