1. რექტორი არის პოლიციის აკადემიის მართვის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს პოლიციის აკადემიას, აგრეთვე არის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს პოლიციის აკადემიას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

2. რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).

3. რექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს პოლიციის აკადემიას, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს პოლიციის აკადემიის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;

გ) წარმოადგენს პოლიციის აკადემიას ან უფლებას ანიჭებს პოლიციის აკადემიის წარმომადგენლობაზე მესამე პირებთან ურთიერთობებში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

დ) პოლიციის აკადემიის სახელით დებს გარიგებებსა და შეთანხმებებს;

ე) ადასტურებს პირადი ხელმოწერით ან ანიჭებს უფლებამოსილებას შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ზ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობებს სამუშაო აღწერილობების/ინსტრუქციის სახით;

თ) პოლიციის აკადემიის წესდების პროექტს, ან მასში ცვლილების პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;

ი) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს პოლიციის აკადემიაში მოქმედ მარეგულირებელ წესებს;

კ) სპეციალური პროფესიული სწავლების დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს/სასწავლო კურსებს. აგრეთვე საპილოტე პროგრამებს/სასწავლო კურსებს, მათი შემდგომი დამტკიცების საჭიროების დადგენის ან არსებულ პროგრამაში/სასწავლო კურსში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით;

ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს პოლიციის აკადემიის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, განსაზღვრავს სახელფასო ფონდს;

მ) განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების პროცედურებსა და საკონკურსო მოთხოვნებს (გარდა აკადემიური პერსონალისა);

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, ასევე კადრების განკარგულებაში აჰყავს და კადრების განკარგულებიდან ითხოვს პოლიციის აკადემიის მოსამსახურეებს;

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირ(ებ)თან;

პ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;

ჟ) ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, უფლებამოსილების ფარგლებში;

რ) ხელს აწერს სტუდენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებას;

ს) გასცემს პოლიციის აკადემიის მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

ტ) დადგენილი წესის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს პოლიციის აკადემიის მოსამსახურეებს;

უ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ