1. პოლიციის აკადემიას, დასახული მიზნებისა და საქმიანობის განსახორციელებლად, აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა.
2. პოლიციის აკადემიას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით.
3. პოლიციის აკადემია საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხე