1. პოლიციის აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება.
2. პოლიციის აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
3. პოლიციის აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტებ