1. პოლიციის აკადემიის მიზნები და საქმიანობა ემსახურება პოლიციის აკადემიის მისიის აღსრულებას.
2. პოლიციის აკადემიის მიზნებია:
ა) სამინისტროს სისტემისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება სპეციალური პროფესიული სწავლების, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებით;
ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სხვა სახელმწიფო ორგანოების, ასევე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
გ) სტუდენტთა და მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა;
დ) სტუდენტისა და მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;
ე) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
ვ) პოლიციის აკადემიაში განათლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა;
ზ) პოლიციის აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
თ) მისიის აღსრულებისათვის ხელშემწყობი სხვა მიზნები.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, პოლიციის აკადემია, უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას (ბაკალავრიატი);
ბ) ახორციელებს მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით/კურსებით სწავლებას და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე, სპეციალისტთა მოსამზადებლად, უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებას ან/და ტესტირებას;
დ) ახორციელებს სასწავლო ტრენინგებს და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს;
ე) უზრუნველყოფს საზოგადოების ინტერესებისა და მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზებას სტუდენტებისა და მსმენელებისთვის;
ვ) უზრუნველყოფს ორგანიზაციული მართვის პროცესის მაღალ ხარისხს;
ზ) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;
თ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
ი) ახდენს საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონება და სასარგებლო მოდელი) რეალიზებას;
კ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;
ლ) ამყარებს ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ხელს უწყობს მსმენელთა, სტუდენტთა და პერსონალის ურთიერთგაცვლას;
მ) თანამშრომლობს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, აკადემიურ საზოგადოებასთან, აგრეთვე საერთაშორისო და პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციებთან;
ნ) შეიმუშავებს პროექტებს და წარუდგენს დონორ ორგანიზაციებს;
ო) ქმნის სტუდენტებისათვის და მსმენელებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მიმზიდველ გარემოს;
პ) ანიჭებს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს და კვალიფიკაციას, გასცემს შესაბამის დიპლომს;
ჟ) ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობას;
რ) ახორციელებს საარქივო საქმიანობას, ამყარებს საერთაშორისო კავშირებს საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, ასევე მონაწილეობს პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში;
ს) განიხილავს განცხადებებს და ადმინისტრაციულ საჩივრებს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ტ) უზრუნველყოფს დისციპლინური ნორმების დაცვის მონიტორინგს;
უ) ახორციელებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას;
ფ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
პოლიციის აკადემიის სტრუქტურა და მართ