საბჭოს
შემადგენლობა
და
უფლებამოსილება
1. აკადემიური საბჭო არის მართვის ფუნქციის მქონე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის – რექტორისა და აკადემიური საბჭოს შემდეგი წევრებისაგან:
ა) პოლიციის სკოლის კურატორი პრორექტორი;
ბ) პოლიციის სკოლის უფროსი;
გ) აკადემიური პერსონალი (პროფესორ(ებ)ი და ასოცირებული პროფესორ(ებ)ი);
დ) განვითარების, კვლევების, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
ე) ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;
ვ) ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი;
ზ) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი.
2. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას.
3. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.
4. აკადემიური საბჭო კომპეტენციის ფარგლებში:
ა) პოლიციის სკოლის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამას და განსაზღვრავს ღონისძიებებს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
ბ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შექმნას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, მობილობას, ინტეგრირებულ სწავლებასა და სამეცნიერო კვლევებს;
გ) სასწავლო წლის დასაწყისში, პოლიციის სკოლის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;
დ) განიხილავს სტიპენდიების კრიტერიუმებსა და მოცულობას;
ე) განიხილავს სტუდენტთა/მსმენელთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, პროექტებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის საკითხს;
ვ) ამტკიცებს სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტების (გავლილი სასწავლო კურსების) აღიარების წესს;
ზ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის კონკურსის ჩატარებისა და დროებითი საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესს;
თ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის საათობრივი დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;
ი) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6. აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
7. აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები ფორმდება აკადემიური საბჭოს ოქმი