სკოლა

1. პოლიციის სკოლა, როგორც ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, შეიმუშავებს და განახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას, უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მისანიჭებლად სათანადო ღონისძიებების განხორციელებას.

2. პოლიციის სკოლას ხელმძღვანელობს პოლიციის სკოლის უფროსი.

3. პოლიციის სკოლის შემადგენლობაში შედის:

ა) პოლიციის სკოლის საბჭო;

ბ) პოლიციის სკოლის უფროსის მოადგილე;

გ) აკადემიური და მოწვეული პერსონალი;

დ) მთავარი ინსტრუქტორ(ებ)ი;

ე) ადმინისტრირებისა და შეფასების ჯგუფი;

ვ) სასწავლო პროცესის მხარდაჭერის ჯგუფი;

ზ) სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა შეადგენს პოლიციის სკოლის საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ 1/4-ს.

4. პოლიციის სკოლის უფროსი, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) პოლიციის სკოლის საბჭოს განსახილველად წარუდგენს პოლიციის სკოლის სტრატეგიულ გეგმას და პროექტებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;

გ) პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და პოლიციის სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

დ) თავმჯდომარეობს პოლიციის სკოლის საბჭოს სხდომებს;

ე) პასუხისმგებელია პოლიციის სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსის განსაზღვრაზე, მათ მუდმივ განახლებასა და შესაბამისობაზე, დადგენილ სტანდარტებთან;

ვ) კოორდინაციას უწევს აკადემიური და მოწვეული პერსონალის, ასევე სკოლის მთავარი ინსტრუქტორების საქმიანობას, ახორციელებს მათზე სამსახურებრივ ზედამხედველობას.

5. პოლიციის სკოლის საბჭოს წევრები არიან:

ა) პოლიციის სკოლის უფროსი;

ბ) პოლიციის სკოლის უფროსის მოადგილე;

გ) აკადემიური პერსონალი;

დ) მთავარი ინსტრუქტორ(ებ)ი.

6. პოლიციის სკოლის საბჭო კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს პოლიციის სკოლის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიულ გეგმებს და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;

ბ) განიხილავს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამას და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

გ) განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის/პოლიციის სკოლის საჭიროებებს და განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

7. პოლიციის სკოლის საბჭო უფლებამოსილია, თუ სკოლის საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

8. პოლიციის სკოლის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

9. პოლიციის სკოლის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება პოლიციის სკოლის საბჭოს ოქმით და დასამტკიცებლად წარედგინება რექტორს.

10. პოლიციის სკოლის უფროსის მოადგილე:

ა) ახორციელებს პოლიციის სკოლის ადმინისტრაციულ მართვას;

ბ) სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს ადმინისტრირებისა და შეფასების ჯგუფისა და სასწავლო პროცესის მხარდაჭერის ჯგუფის საქმიანობას;

გ) პოლიციის სკოლის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

11. ადმინისტრირებისა და შეფასების ჯგუფი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს პოლიციის სკოლაში სასწავლო პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას;

ბ) ადგენს ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ცხრილ(ებ)ს, აკონტროლებს მათ შესრულებას;

გ) პასუხისმგებელია პოლიციის სკოლის სტუდენტთა პირადი საქმეების, აკადემიური მოსწრების ბარათებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის სისტემატიზაციაზე, აგრეთვე მათ დაცვაზე;

დ) უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა მონაცემების მომზადებასა და გადამოწმებას, პოლიციის აკადემიის მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის სრული სიზუსტით გაცემის მიზნით;

ე) ახორციელებს სტუდენტთა რეგისტრაციის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის პროცესებს, უზრუნველყოფს შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას;

ვ) უზრუნველყოფს საგამოცდო პროცესების ორგანიზებას, ჩატარებასა და მართვას;

ზ) უზრუნველყოფს რეესტრისა და პოლიციის სკოლის საქმისწარმოებას.

12. სასწავლო პროცესის მხარდაჭერის ჯგუფი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს სტუდენტთა მიერ შინაგანაწესის, ეთიკის ნორმებისა და დადგენილი დისციპლინის დაცვას, ასევე ახორციელებს ამ მიზნის შესრულებისთვის შესაბამის ინსტრუქტაჟის ჩატარებას, უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას დარღვევის შემთხვევებზე.

13. პოლიციის სკოლა ახორციელებს კომპეტენციას მიკუთვნებულ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ