სწავლების
დეპარტამენტი
1. სპეციალური პროფესიული სწავლების დეპარტამენტი წარმართავს სასწავლო პროცესს „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად.
2. სპეციალური პროფესიული სწავლების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საბაზისო მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამმართველო;
ბ) ტაქტიკური მომზადების სამმართველო;
გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამმართველო.
3. საბაზისო მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სასწავლო პროგრამების/კურსების შემუშავებას და რექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას;
ბ) საპილოტე სწავლების პროგრამების/კურსების შემუშავებას, მათი შემდგომი შემოღების საჭიროების დადგენის ან არსებულ პროგრამაში/სასწავლო კურსში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით და რექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას;
გ) მეთოდური მითითებებისა და სასწავლო მასალების შემუშავებას;
დ) სასწავლო პროგრამებით/კურსებით/ტრენინგებით გათვალისწინებულ თეორიულ-პრაქტიკული სწავლების განხორციელებას;
ე) ინსტრუქტორთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭიროებების განსაზღვრას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
4. ტაქტიკური მომზადების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სასწავლო პროგრამებით/კურსებით/ტრენინგებით გათვალისწინებულ თეორიულ-პრაქტიკული სწავლების განხორციელებას;
ბ) სასწავლო პროგრამების/კურსების, აგრეთვე მეთოდური მითითებებისა და სასწავლო მასალების შემუშავების პროცესში მონაწილეობას;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
5. სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე/კურსებზე მისაღები პროცედურების, აგრეთვე ტრენინგების ორგანიზებას;
ბ) შესაბამის ენაში ტესტირების, ენის სწავლების და სწავლების ორგანიზების განხორციელებას;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება