საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი პოლიციის აკადემიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

ა) პოლიციის აკადემიის სარგებლობაში არსებული კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას, განვითარებას, ადმინისტრირებასა და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას;

ბ) პოლიციის აკადემიაში არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებას, მუდმივ მონიტორინგს, უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სერვისების უწყვეტობის შენარჩუნებასა და სტრატეგიულ განვითარებას;

გ) პოლიციის აკადემიის კომპიუტერული ტექნიკის, ქსელური ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციული სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფას, ტექნიკური ინციდენტების იდენტიფიცირებას, აღრიცხვას, ანალიზსა და დროულ აღმოფხვრას, აგრეთვე ხარვეზების მონიტორინგსა და ანგარიშგებას;

დ) პოლიციის აკადემიაში ფუნქციონირებად საინფორმაციო სისტემებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირებას, აღმოფხვრასა და შესაბამისი მონიტორინგის უზრუნველყოფას;

ე) პოლიციის აკადემიის საგამოცდო და შეფასების სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას, მათში წარმოშობილი ხარვეზების იდენტიფიცირებასა და შესაბამის რეაგირებას;

ვ) მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფას;

ზ) კომპეტენციას მიკუთვნებულ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ