1. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) კომისიაში ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის მომსახურებათა უზრუნველყოფა;
ბ) კომისიაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გამართვა და ადმინისტრირება;
გ) კომისიაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ორგანიზაციული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
დ) კომისიის სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის მხარდაჭერა, ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების, დანერგვის, განახლებისა და თავსებადობის უზრუნველყოფა;
ე) კომისიის ინფორმაციული გარემოს ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციებია:
ა) კომისიისათვის, აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და აპარატში დასაქმებულთათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის მომსახურების უზრუნველყოფა, კომისიის კომპიუტერულ ქსელში წარმოქმნილი ინციდენტებზე რეაგირება;
ბ) კომისიის კომპიუტერული ქსელის შექმნა და მხარდაჭერა, შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურის, კომპიუტერული აქტივებისა და მარაგების (მათ შორის, პერიფერიული მოწყობილობების) ინვენტარიზაცია, მართვა, მოვლა-პატრონობა და გამართულობის უზრუნველყოფა;
გ) კომისიის ინტრანეტის ადმინისტრირება და ფუნქციური განახლება;
დ) ორგანიზაციული ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკისა და პროცედურების (მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აქტივების მართვის, საოპერაციო უზრუნველყოფის, ტექნიკური მხარდაჭერის, მოვლა-პატრონობის, უსაფრთხოების, განვითარების) შემუშავება და მათ განხორციელებასა და შესრულებაზე კონტროლის გაწევა;
ე) კომისიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების მიერ დასმული ამოცანების შესაბამისად, ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისათვის ტექნიკური დავალებების შემუშავება, ინფორმაციული პლატფორმების შექმნის, დანერგვის, მომსახურების, განახლებისა და ფუნქციური სრულყოფის ღონისძიებათა განხორციელება;
ვ) ორგანიზაციაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმების ურთიერთთავსებადობის, ინტეგრაციისა და საჭიროების შემთხვევაში, დანერგილ ინფორმაციულ პლატფორმებს შორის მონაცემთა მიმოცვლისა და მიგრაციის შესაძლებლობათა უზრუნველყოფა;
ზ) ორგანიზაციაში დანერგილი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებისა და პლატფორმების უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცულობის უზრუნველყოფა;
თ) კომისიაში სასერვერო ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მონაცემთა ცენტრის რესურსების მონიტორინგი;
ი) დამტკიცებული პოლიტიკის შესაბამისად კომისიის მონაცემთა სარეზერვო ასლების მართვა და მონაცემთა აღდგენის უზრუნველყოფა;
კ) კომისიის მონაცემთა საცავების მართვა, ადმინისტრირება და მათი უწყვეტად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფ