1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) კომისიის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
ბ) მედიასაშუალებებთან და საზოგადოებასთან (მათ შორის, ხელისუფლება, სამოქალაქო და ბიზნესსექტორი) კომისიის ურთიერთობის წარმართვა;
გ) ინფორმაციული და საკომუნიკაციო აქტივობების განხორციელებით კომისიის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
დ) კომისიის ორგანიზაციული იმიჯის მართვა;
ე) კომისიის საკომუნიკაციო და საინფორმაციო არხების მართვა.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:
ა) კომისიის ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბ) ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელების კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
გ) კომისიის საქმიანობით დაინტერესებული პირებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების დონის, მოლოდინებისა და ინფორმაციული საჭიროებების პერიოდული ანალიზი;
დ) კომისიის ბრენდის მართვის სახელმძღვანელოს შექმნა და სახელმძღვანელოს მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის გაწევა და სახელმძღვანელოს მიხედვით კომისიისთვის საჭირო კორპორატიული მასალების დამზადების უზრუნველყოფა;
ე) კომისიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება;
ვ) კომისიის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დაიჯესტისა და პერიოდული ანალიზის მომზადება;
ზ) კომისიის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, მასობრივი ინფორმაციის შესაბამისი საშუალებებისათვის კომისიის პოზიციის ან ზუსტი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა;
თ) კომისიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობების მართვა და კოორდინაცია. თემატიკის მიხედვით შესაბამისი მომხსენებლის შერჩევა და მომზადება;
ი) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობით ერთობლივი საინფორმაციო პროექტების შემუშავება და განხორციელება;
კ) კომისიის საქმიანობისა და გადაწყვეტილებების, ასევე, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ტენდენციების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
ლ) კომისიის ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის მიზნების შესაბამისად, საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნისათვის საჭირო ინფორმაციის კვლევა და ანალიზი (მათ შორის, ბაზრის სეგმენტაცია, ტენდენციების კვლევა, მომხმარებელთა ქცევის შესწავლა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, და ა.შ.);
მ) საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნა კომისიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
ნ) საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და კოორდინირება; შესაბამისი კამპანიების განხორციელების კონტროლი, ანალიზი და შედეგების შეფასება;
ო) საკომუნიკაციო, შემეცნებითი და სხვა სახის ბეჭდური ან/და აუდიოვიზუალური მასალების დამზადება, დამზადებული მასალების გავრცელებისთვის სწორი და ეფექტიანი სამიზნე აუდიტორიისა და არხების შერჩევა, მასალების განთავსება შერჩეულ საკომუნიკაციო არხებზე;
პ) კომისიის ვებგვერდის დიზაინისა და შინაარსის მართვა/განახლება;
ჟ) კომისიის სოციალური ქსელების მართვა, განახლება და მომხმარებელთა მომართვებზე რეაგირება;
რ) კომისიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი და ამის მიხედვით კვარტალური ანგარიშგების მომზადებ