1. შიდა აუდიტის სამმართველო არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც აკადემიის სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების ეფექტურობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით:
ა) ახორციელებს კონტროლს აკადემიის სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
ბ) უწევს მონიტორინგს აკადემიის სასწავლო და სამუშაო პროცესის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით მიმდინარეობას;
გ) ახორციელებს მოსამსახურეთა სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან გასვლის, შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვის მონიტორინგს;
დ) ამოწმებს მოსამსახურეთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას;
ე) დისციპლინური დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს შესაბამის მასალებს და წარუდგენს რექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;
ვ) ახდენს აკადემიაში ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო ფაქტების გამოვლენას;
ზ) ამოწმებს საფინანსო-ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, შესყიდვების დოკუმენტაციას და ადგენს მათ შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობებს რექტორს;
თ) უზრუნველყოფს აკადემიის სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობას.
2. შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშ