ტესტირების ორგანიზების, შეფასებისა და სერტიფიცირების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ტესტური დავალებების მოსამზადებლად უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების მოძიებას და ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოებას;

ბ) შეიმუშავებს ტესტის შექმნის სტანდარტს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს მის მოდიფიცირებას;

გ) აკადემიის ყველა საგანმანათლებლო პროგრამისთვის უზრუნველყოფს საგამოცდო პროცესების ორგანიზებას, ჩატარებას და მართვას;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შეფასებას პროფილური ცოდნის დონის დადგენის მიზნით;

ე) ახდენს ტესტირებაში მონაწილე პირების სათანადო ინფორმირებას ტესტის ტიპის, ტესტირების თარიღისა და დროის შესახებ, ასევე მათი ტესტირებაზე დაშვების პროცესის ორგანიზებულად და შესაბამისი წესების დაცვით უზრუნველყოფას;

ვ) ახორციელებს ტესტირებაზე მოწვეული პირების იდენტიფიცირებას და მათი დასწრების აღრიცხვას. ტესტირებაზე მოწვეულ პირებს აცნობს ტესტირების ელექტრონულ პროგრამასთან და ტესტურ დავალებაზე მუშაობის ინსტრუქციას, აღრიცხავს ტესტირების შედეგებს და წარუდგენს სასწავლო პროგრამების მთავარ სამმართველოს;

ზ) უზრუნველყოფს ტესტირებაში მონაწილე პირების ინფორმირებას ტესტირების შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობისა და წესების შესახებ, ხოლო მიმართვის შემთხვევაში – აცნობს გასაჩივრების პროცედურებს და ამზადებს გასაჩივრების ოქმს;

თ) ამზადებს ანგარიშს ტესტირების შედეგებზე, უზრუნველყოფს ტესტირების მონაწილეთა და ტესტირების შედეგების ელექტრონულ აღრიცხვას;

ი) ორგანიზებას უწევს სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებულ შესაბამის პროცედურებს;

კ) პერიოდულად ამზადებს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშებს;

ლ) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III
აკადემიის მოსამსახურეე