1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: აკადემიის მეთაური, აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილე, აკადემიის მეთაურის მოადგილე, აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსი, ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, მაგისტრატურის ხელმძღვანელი, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.
2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი/ინსტრუქტორი და უფროსი მასწავლებელი/უფროსი ინსტრუქტორი.
4. მასწავლებელი/ინსტრუქტორი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აკადემიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
6. აკადემიას ჰყავს მრჩეველი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებში და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან აკადემიის მეთაურის წინაშე.
7. აკადემია უფლებამოსილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნი