1. საგამოცდო ცენტრი არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.
2. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) აკადემიაში ერთიანი საგამოცდო სისტემის შექმნას, საგამოცდო პროცესს და მონიტორინგს;
ბ) სწავლის დონის ამაღლების ხელშეწყობას;
გ) აკადემიაში შუალედური, სემესტრული დასკვნითი/დამატებითი წერითი ელექტრონული (ტესტური) გამოცდების ორგანიზებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოცდების პროცესის მარეგულირებელი წესებისა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავებას;
ე) ყოველ სემესტრში, აკადემიური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, შუალედური, სემესტრული დასკვნითი/დამატებითი წერითი გამოცდების ჩატარების განრიგის გამოქვეყნებას;
ვ) სტუდენტთა შუალედურ, სემესტრულ დასკვნით/დამატებით ელექტრონულ აღრიცხვაზე მონიტორინგის განხორციელებას;
ზ) გამოცდის პროცესის, შედეგების ანალიზის განხორციელებას.
3. საგამოცდო ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის მოადგილის წინაშე.
4. საგამოცდო ცენტრის უფროსს აკადემიის მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
აკადემიის პერსონა