1. საგამოცდო დავალებების შედგენის მეთოდოლოგიისა და მისი სირთულის დონის განსაზღვრის, დავალებების ბაზის მართვისა და ფორმირების, წერითი დავალებების შეფასების კრიტერიუმების დადგენის, საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა ცოდნის შემოწმებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შეფასების მიზნით იქმნება საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისია.
2. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრ