1. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლე ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.
2. მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გამო მისი საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან ჩამოცილების საფუძველია შესაბამისი ორგანოდან შემოსული შეტყობინება.
3. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი წარდგინების საფუძველზე იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ მოსამართლეთა ჩამოცილება საქმის განხილვისაგან ავტომატურად იწვევს მოსამართლეთა ჩამოცილებას სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.
5. მოსამართლის საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან ჩამოცილების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუ ეს აუცილებელია, იღებს ზომებს მოსამართლის მოვალეობის სხვა მოსამართლისათვის დაკისრების მიზნით.
6. მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოდან ან გამოძიების ორგანოდან იღებს სათანადო დოკუმენტაციას. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური ამოწმებს, ხომ არ არსებობს საფუძველი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრისათვის.
7. იმის მიუხედავად, მოსამართლის მიმართ აღიძვრება თუ არა დისციპლინური დევნა, მოსამართლის გამართლების შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლისათვის თანამდებობრივ უფლებამოსილებათა აღდგენის შესახე