1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს საბჭოს გადაწყვეტილებების საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე კონსოლიდირებული სახით გათავსებას, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 14 დღისა.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტები, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გადაეგზავნოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და იმ პირებს, ვისაც ეს დოკუმენტი პერსონალურად ეხებ