1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტებია:

ა) გადაწყვეტილება;

ბ) წარდგინება;

გ) წინადადება;

დ) რეკომენდაცია;

ე) კერძო სარეკომენდაციო ბარათი.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტებს შეიძლება დაერთოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი ან რამდენიმე წევრის განსხვავებული აზრ