1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) გადაწყვეტილების სათაური;

ბ) გადაწყვეტილების მიღების თარიღი და ადგილი;

გ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარი, სახელი და ხელმოწერა;

დ) სარეგისტრაციო ნომერი.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას (გარდა გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების შემთხვევისა) თან უნდა დაერთოს მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების ფურცელ