1. ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული სხდომის დღის წესრიგის შესახებ ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული სხდომა ტარდება საბჭოს სხდომების ჩატარებისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. ნებისმიერ მოწვეულ პირს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი განსახილველ საკითხზე, წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება ან სხვა დოკუმენტი (ანგარიში, პროექტი, მოხსენება, სტატისტიკური მასალა, კვლევა, უწყების ოფიციალური პოზიცია და სხვა) და მოითხოვოს მათი დართვა სხდომის ოქმზე.

3. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე დაყენებული წინადადებებისა თუ გამოთქმული მოსაზრებების სიმრავლის შემთხვევაში, ან როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამას საჭიროდ მიიჩნევს, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით დომინანტური პოზიციების გამოვლენის მიზნით სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოაწყოს სარეიტინგო გამოკითხვა, რომლის შედეგებიც აისახება ოქმში. სარეიტინგო გამოკითხვაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არ მონაწილეობს.

4. გაფართოებულ სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. გაფართოებულ სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები და სარეიტინგო გამოკითხვის შედეგები არ არის სავალდებულო იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის, თუმცა საბჭო უფლებამოსილია მათ საფუძველზე მიიღოს და დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილებ