1. სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის ხარისხი, დაწნევა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს სასმელი წყლის სექტორში მოქმედ ნორმებს და სახელმწიფო სტანდარტებს. სასმელი წყლით მომხმარებლის მომარაგებისას მიმწოდებელი პასუხისმგებელია საქართველოში მოქმედი სტანდარტებით და ტექნიკურ რეგლამენტებით განსაზღვრული სასმელი წყლის მიწოდებაზე.
2. ამ წესების შესაბამისად,მიმწოდებელი ვალდებულია ფლობდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემას და მის შემადგენელ დანადგარებსა თუ მოწყობილობებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის მოწყობილობებს, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელის წყალმომარაგება.
3. მიმწოდებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, დანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებლის მეშვეობით. ამასთან, დაუშვებელია წყალმომარაგების სისტემასთან თვითნებური მიერთება.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების ამოქმედების შემდეგ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია მიმწოდებლისთვის სასმელი წყლის მრიცხველის შესაძენად, ასევე, სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან წყალარინების ქსელის რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის ან/და გაფართოებისთვის, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად)
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2025
მუხლი 7. სასმელი წყლის მიმწოდებლის ვალდებულებები და სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის გაფართოება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 30. მომარაგების პირობა და საირიგაციო სისტემის გაფართოება
- მუხლი 30. მომარაგების პირობა და გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
- მუხლი 28. მომარაგების პირობა და გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
- მუხლი 8. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
- მუხლი 21. წყლის უკანონო მოხმარება
- მუხლი 141. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ძირითადი პრინციპები
- მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
- მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
- მუხლი 5. მომსახურების გაწევა
- მუხლი 6. აღრიცხვის კვანძის მოწყობა
- მუხლი 8. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
- მუხლი 9. სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
- მუხლი 10. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
- მუხლი 11. სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმება და დარიცხვასთან დაკავშირებული დავა
- მუხლი 12. დავის განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №32, 26.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.012.444 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80746/muxli-7/