1. სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს.
2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
3. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყალმომარაგებაზე.
4. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.
5. ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისიის) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა.
6. ნებისმიერ პირს, თუ კი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2025
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ძირითადი პრინციპები
- მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
- მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
- მუხლი 5. მომსახურების გაწევა
- მუხლი 6. აღრიცხვის კვანძის მოწყობა
- მუხლი 7. სასმელი წყლის მიმწოდებლის ვალდებულებები და სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის გაფართოება
- მუხლი 8. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
- მუხლი 9. სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
- მუხლი 10. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
- მუხლი 11. სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმება და დარიცხვასთან დაკავშირებული დავა
- მუხლი 12. დავის განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №32, 26.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.012.444 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80746/muxli-1/