1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება:
ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით;
ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით.
2. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელს (მომხმარებლებს), რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით სამ დღეზე მეტი ხნით შეუფერხდა სასმელი წყლის მიწოდება, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური განესაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული წყლის პერიოდით. წყლის შეწყვეტის ფაქტის დაზუსტება შესაძლებელია განხორციელდეს მომხმარებლის მოთხოვნით.
3. მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.
4. ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.
5. მომხმარებელმა მოხმარებული სასმელი წყლის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
6. ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ვადა, სამომხმარებლო ტარიფი, ასევე სულადობა (თუ რამდენ პირზე მოხდა დარიცხვა), ხოლო ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, სულადობით დარიცხვის ნაცვლად, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა კუბურ მეტრებში და ღირებულება. ასევე, მომხმარებელზე დარიცხული თანხა და ადგილი (დაწესებულება), სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა. ხოლო მეორე მხრიდან ქვითარზე მოცემული უნდა იყოს დანართი №2-ში მოცემული ტექსტი (დანართი №2 _
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“).
7. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის შეტყობინებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ მიმწოდებელი წყვეტს სასმელი წყლით მომარაგებას. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტისას გაითვალისწინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიოდი (არა უმეტეს 5 კალენდარული დღისა). ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, მოხდება სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
8. ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
9. მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
10. დავალიანების გადაუხდელობის გამო მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, უქმე ან დასვენების დღეებში და მათ წინა დღეს.
11. მომხმარებელმა დარიცხული საფასური უნდა გადაიხადოს ნაღდი ანგარიშსწორებით შესაბამის მომსახურების ცენტრში ან მისი დაფარვა უზრუნველყოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
12. მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.
13. ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, დაუშვებელია მომხმარებლისათვის სასმელი წყლის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა. ამასთან, მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს, მიმწოდებელთან შეთანხმებით წინასწარ გადაიხადოს სასმელი წყლის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს მიმწოდებელს.
14. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2025
მუხლი 9. სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
- მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
- მუხლი 5. მომსახურების გაწევა
- მუხლი 6. აღრიცხვის კვანძის მოწყობა
- მუხლი 7. სასმელი წყლის მიმწოდებლის ვალდებულებები და სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის გაფართოება
- მუხლი 8. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
- მუხლი 10. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
- მუხლი 11. სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმება და დარიცხვასთან დაკავშირებული დავა
- მუხლი 12. დავის განხილვა
- მუხლი 13. წყალმომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
- მუხლი 14. სასმელი წყლის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №32, 26.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.012.444 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80746/muxli-9/