1. თუ გეგმური სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება გამოიწვევს მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტას, მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისა და მისი ხანგრძლივობის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე მაინც (აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია მომხმარებლისთვის მიწოდებულ იქნეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით) – მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, უნდა მოხდეს სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
2. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის წარმომადგენელს სასმელი წყლის მრიცხველთან, მას უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება. მომხმარებლის მიერ მიმწოდებელის წარმომადგენლის სასმელი წყლის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.
3. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიმწოდებელის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.
4. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და მიმწოდებელის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე (ამ მიმწოდებელის მოქმედების არეალში მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).
6. თუ სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას, ან მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში, და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება მიმწოდებელის წარმომადგენლისათვის, მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ასევე ვრცელდება სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმარებული სასმელი წყლის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისიწინებულია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2025
მუხლი 14. სასმელი წყლის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
- მუხლი 9. სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
- მუხლი 10. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
- მუხლი 11. სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმება და დარიცხვასთან დაკავშირებული დავა
- მუხლი 12. დავის განხილვა
- მუხლი 13. წყალმომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
- მუხლი 15. მიმწოდებლის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება
- მუხლი 16. ღია (საჯარო) ინფორმაცია
- მუხლი 17. აქტის შედგენის წესი
- მუხლი 18. ახალი მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების წესი
- მუხლი 19. მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №32, 26.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.012.444 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80746/muxli-14/